ადამიანი ღვთისაგან შექმნილი არსებაა და, ბუნებრივია, სულით ისწრაფვის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებისაკენ. თუმცა ზოგ ადამიანში, ისევ და ისევ საკუთარ ცოდვათა გამო, ლტოლვა უზენაესისადმი, სურვილი უფალთან მიახლებისა, ქვეცნობიერის ფარგლებს ვერ სცილდება და მისი ცნობიერება მხოლოდ და მხოლოდ მიწიერით ამოიწურება, იგი ვერ იხედება ამქვეყნიურ სიკეთეთა მიღმა. არსებობენ ისეთნიც, რომელთა ცხოვრება მარტოოდენ ძიებაა ჭეშმარიტებისა, რამეთუ მათ ცოდვით დაბნელებულ გონებას არ ძალუძს ერთმანეთისგან განარჩიოს ჭეშმარიტი და მცდარი. ამის უნარს ხომ სულისწმინდის მადლი გვანიჭებს, რომელიც მხოლოდ თავმდაბალ ადამიანში დაივანებს და წარუძღვება უფლისაკენ მიმავალ გზაზე.
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ტაძრის და მისი ფრესკების რესტავრაციაში.